Monthly Archives: September 2013

პროფესიული განათლება დასაქმებისთვის

161საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი – „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელმა 30-მდე დაწესებულებამ, რომელთა შორის იყვნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებლები. ფესტივალის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პროგრამების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოს წარმომდგენლები (jobs.ge, hrpg.ge, hr.com, hrpartners.ge).
პროფესიულმა კოლეჯმა „ჰორიზონტმა“, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სტუდენტების მიერ შექმნილი ნაწარმის გამოფენა მოაწყო, რომლებმაც დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა, გამოითქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. კოლეჯის მიერ მოეწყო სტილისტის კუთხე, სადაც სასურველი ვარცხნილობის გაკეთების მსურველებს, პროფესიონალი სტილისტი ემსახურებოდა.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ადგილზე გაევლოთ რეგისტრაცია მათთვის სასურველ პროგრამებზე, გაცნობოდნენ პროფესიული ტესტების ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და მოესმინათ მათი პრეზენტაციები.
ფესტივალის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე გაეცნენ

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში”რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. რეგისტრაცია დაიწყება 25 აგვისტოს და გაგრძელდება 14 სექტემბრამდე. რეგისტრაცია ხდება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1.მზარეული

2.სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

3.მეტყევე

4.მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

5.ტრაქტორისტ-მემანქანე

6.გიდი

7.სავალი ნაწილის ტექნიკოსი

8.ელექტრიკოსი

9.კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

10.ბუღალტერია

11.სტილისტი(ქალისა და მამაკაცის ვარცხნილობა)

12.სასტუმრო საქმის მწარმოებელი

13.სარესტორნო საქმის მწარმოებელი

14.საკერავი მანქანის მექანიკოსი

15.საკერავი მანქანის ოპერატორი

16.სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვა

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი,რუსთაველის #8.
ტელ: 577 16 22 85; 577 16 22 87; 577 16 22 88.

Leave a comment

Filed under Uncategorized