Category Archives: Uncategorized

პრესკონფერენცია კოლეჯ “ჰორიზონტში”

10714396_1473780792886222_6437277135527266850_oა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ცნობიერების ამაღლების თემაზე პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე მოწვეულმა სტუმრებმა, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა,, დამსაქმებლებმა, კურსდამთავრებულებმა, ადგილობრივი  და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვევს პროფესიული განათლების მიღების აუცილებლობას, კვალიფიციური კადრების საჭიროებას და ამ კუთხით გადადგმული წარმატებული და ნაყოფიერი ნაბიჯებისთვის კოლეჯის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს.

„ძალიან კარგია, როდესაც გურიის რეგიონში არსებობს ასეთი მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვილი პროფესიული კოლეჯი. ჩემთვის, როგორც დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრი. ჩვენ ვთანამშრომლობთ კოლეჯთან საწარმოო პრაქტიკის კომპონენტშიც და წარმატებულ სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას დასაქმდნენ თავიანთი პროფესიით. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს კიდევ დიდხანს გაგრძელდება და კვლავ ასეთი ნაყოფიერი იქნება “ – აღნიშნა შ.პ.ს ,,ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკის“ დირექტორმა, გიორგი ხუჭუამ.

კოლეჯის დირექტორის, ნანა ჯოლიას განცხადებით, მსურველთა რეგისტრაცია უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს და გამოცხადებული საკონკურსო ქვოტის 80%-ი უკვე შევსებულია – „კოლეჯი აცხადებს მიღებას სამი ძირითადი მიმართულების (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მომსახურების სფერო) 15 საგანმანათლებლო პროგრამაზე. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველა აპლიკანტი, ვინც გადალახავს პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მთელი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ ინტენსიურ პროფორიენტაციას გურიის რეგიონის მასშტაბით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რასაც პროფესიული განათლება აძლევს მათ. სტუდენტებს ვთავაზობთ სწავლის საუკეთესო პირობებს, საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფას და დასაქმების რეალურ შანსს “ .

ა(ა)იპ-ი პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“, გურიის რეგიონში ერთადერთი ავტორიზებული სასწავლებელია. კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო წლიური მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს.

Leave a comment

Filed under Uncategorized

აირჩიე პროფესია – შეიქმენი მომავალი.

 პრესრელიზი

 

ხუთშაბათს, 18 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე, ა(ა)იპ  პროფესიულ კოლეჯ  „ჰორიზონტში“ , პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ცნობიერების ამაღლების თემაზე პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციაზე მოწვეული იქნებიან კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები, დამსაქმებლები, კურსდამთავრებულები, ადგილობრივი  და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით 6 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრს დასრულდება. კოლეჯი „ჰორიზონტი“ მსურველთა მიღებას 15 პროფესიაზე აცხადებს:

1.მზარეული
2.სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
3.მეტყევე
4.მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი
5.ტრაქტორისტ-მემანქანე
6.გიდი
7.სავალი ნაწილის ტექნიკოსი
8.ელექტრიკოსი
9.კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი                                                                                                            10.ბუღალტერი
11.სტილისტი(ქალისა და მამაკაცის ვარცხნილობა)
12.სასტუმრო საქმის მწარმოებელი
13.სარესტორნო საქმის მწარმოებელი
14.სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვა
15.შემდუღებელი

კოლეჯში დარეგისტრირებული აპლიკანტები, პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემდეგ, სასურველ სპეციალობებზე, სწავლის სრულ დაფინანსებას სახელმწიფოსგან მიიღებენ. ა(ა)იპ-ი პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“, გურიის რეგიონში ერთადერთი ავტორიზებული სასწავლებელია. დასაქმების საშუალო წლიური მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კოლეჯის ოფიციალური ვებგვერდზე www.collegehorizonti.wordpress.com , www.facebook.com/collegehorizonti, ცხელ ხაზზე და ოფიციალურ პორტალზე www.vet.ge . აირჩიე პროფესია – შეიქმენი მომავალი.

Leave a comment

Filed under Uncategorized

პროფესიული განათლება დასაქმებისთვის

161საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი – „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელმა 30-მდე დაწესებულებამ, რომელთა შორის იყვნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებლები. ფესტივალის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პროგრამების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოს წარმომდგენლები (jobs.ge, hrpg.ge, hr.com, hrpartners.ge).
პროფესიულმა კოლეჯმა „ჰორიზონტმა“, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სტუდენტების მიერ შექმნილი ნაწარმის გამოფენა მოაწყო, რომლებმაც დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა, გამოითქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. კოლეჯის მიერ მოეწყო სტილისტის კუთხე, სადაც სასურველი ვარცხნილობის გაკეთების მსურველებს, პროფესიონალი სტილისტი ემსახურებოდა.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ადგილზე გაევლოთ რეგისტრაცია მათთვის სასურველ პროგრამებზე, გაცნობოდნენ პროფესიული ტესტების ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და მოესმინათ მათი პრეზენტაციები.
ფესტივალის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე გაეცნენ

Leave a comment

Filed under Uncategorized

პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში”რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. რეგისტრაცია დაიწყება 25 აგვისტოს და გაგრძელდება 14 სექტემბრამდე. რეგისტრაცია ხდება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1.მზარეული

2.სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

3.მეტყევე

4.მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

5.ტრაქტორისტ-მემანქანე

6.გიდი

7.სავალი ნაწილის ტექნიკოსი

8.ელექტრიკოსი

9.კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

10.ბუღალტერია

11.სტილისტი(ქალისა და მამაკაცის ვარცხნილობა)

12.სასტუმრო საქმის მწარმოებელი

13.სარესტორნო საქმის მწარმოებელი

14.საკერავი მანქანის მექანიკოსი

15.საკერავი მანქანის ოპერატორი

16.სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვა

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი,რუსთაველის #8.
ტელ: 577 16 22 85; 577 16 22 87; 577 16 22 88.

Leave a comment

Filed under Uncategorized

„მე მიყვარს ჩემი პროფესია“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროექტWorldskills Georgia-ს ფარგლებში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „მე მიყვარს ჩემი პროფესია“.

ღონისძიებაზე Worldskills Georgia-ს გამარჯვებულმა გუნდმა ისაუბრა გერმანიის ქალაქ ლაიპციგში მიმდინარე წლის  2-7 ივლისს დაგეგმილი პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებაზე მოეწყო პროფესიული სასწავლებლების პროდუქციის გამოფენა.

კოლეჯ „ჰორიზონტმა“ წარმოადგინა კულინარიული ნაწარმი,“სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“

სტუდენტების მიერ შექმნილი მოდელები და „სტილისტის“ პრეზენტაცია.ImageImageImageImageImage

Leave a comment

Filed under Uncategorized

კოლეჯი აცხადებს მიღებას

პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი”აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1.ელექტრიკოსი

2.ტრაქტორისტ-მემანქანე

3.მცანარეთა დაცვის ტექნიკოსი

4.სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი.

რეგისტრაცია გრძელდება 27 ივნისამდე. დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:

598 512 520.   577 16 22 88

Leave a comment

June 20, 2012 · 2:00 pm

ალიტუსის მერის ვიზიტი “ჰორიზონტში”

ოზურგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, ლიტვის ქალაქ ალიტუსის მერმა, ალგირდას ვრუბლიაუსკასმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განახლებული პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი” დაათვალიერა. მერი, კოლეჯში მიმდინარე პროგრამებს გაეცნო და თანამედროვე სახელოსნოებით დაინტერესდა. მისი განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის განათლების სისტემა სწორად და თანმიმდევრულად ვითარდება – “აგვისტოში ვიმყოფებოდი ოზურგეთში და მაშინ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო ყველაფერი. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, იმდენი რამ დამხვდა შეცვლილი ამ მოკლე დროში. გავეცანი კოლეჯში მიმდინარე პროგრამებს და მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების სისტემა სწორი კურსით ვითარდება. პროფესიული კადრების მომზადება ჩვენს ქვეყანაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. გამოვხატავ მზადყოფნას, რომ მოხდეს თანამშრომლობა ალიტუსის პროფესიულ კოლეჯსა და “ჰორიზონტს” შორის, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქების დამეგობრებას” – განაცხადა ალგირდას ვრუბლიაუსკასმა.

Leave a comment

Filed under Uncategorized